ვ-ის გამოყენება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ-ის გამოყენება. ვ., მიუხედავად სიძვირისა, ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში. მის მრავალ ნაერთს იყენებენ კინო- და ფოტომასალის წარმოებაში. რადიოდეტალების ვ-ით დაფარვა აუმჯობესებს მათ ელექტროგამტარობასა და კოროზიულ მედეგობას. ვ-ის მინაზე დაფენით მიიღება მაღალი ხარისხის სარკეები. ვ-ისგან მზადდება ვერცხლ-თუთიისა და ვერცხლ-კადმიუმის აკუმულატორების ელექტროდები, ვ-ის კონტაქტები ელექტრონული მრეწველობისათვის, ლაბორატორიული და საყოფაცხოვრებო სადენები და სხვ. ტიტანისა და მისი შენადნობების რჩილვისას იყენებენ ვ-ის სარჩილავს. ვ. კატალიზატორის როლს ასრულებს ორგ. და არაორგ. სინთეზის დროს. მისი იონები სპობს ბაქტერიებსა და ასტერილებს სასმელ წყალს. კვების მრეწველობაში ვ-ს იყენებენ ხილის წვენების დასამზადებელ აპარატებში.