ვ. ბუნებაში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ. ბუნებაში. დედამიწის ქერქში ვ-ის საშ. შემცველობა (კლარკი) მასის მიხედვით შეადგენს 7•10 6 %, ზღვის წყალში 3 • 10 8 %. ვ. ძირითადად გვხვდება საშუალო და დაბალტემპერატურული ჰიდროთერმული საბადოების [დედამიწის წიაღში ცირკულირებად ცხელ (700–600 °C-იდან 50–20 °C-მდე) მინერალურ წყლებში გახსნილ ნივთიერებათა დალექვისას წარმოქმნილი მთამადნეულის საბადოები], აგრეთვე – სულფიდური საბადოების გამდიდრებულ ზონებში, იშვიათად – დანალექ ქანებსა (ნახშიროვან ნივთიერებათა შემცველი ქვიშაქვები) და ვერცხლის ქვიშრობებში. ცნობილია 50-ზე მეტი ვ-ის შემცველი მინერალი. ვ. ბუნებაში მოიპოვება ორი მდგრადი იზოტოპის ნარევის სახით: 107Aგ და 109 Aგ. ვ. ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური მასალაა. ვ-ის მდიდარი საბადოებია ამერიკის კონტინენტზე. 2013 მონაცემებით, ვ-ის მსოფლიო მარაგი ფასდება 540 ათ. .