ვ. მედიცინაში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვ. მედიცინაში. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ვ-ის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი სფერო იყო ალქიმია, რ-იც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მედიცინასთან. ძველი ეგვიპტელები ადამიანს იარებზე (შეხორცების მიზნით) ადებდნენ ვ-ის ფირფიტებს. ვ. გამოიყენება ინდურ ფარმაკოლოგიაშიც. ვ-ის მცირე კონცენტრაცია სასარგებლოა, რადგან მას ბაქტერიციდული მოქმედება გააჩ-ნია. დადგენილია, რომ ვ-ის იონების მცირე კონცენტრაცია ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. ვ-ის კვალი (≈0,02 მგ/კგ) ნაპოვნია ყველა ცოცხალ ორგანიზმში, თუმცა მისი ბიოლოგი-ური ქმედება შესწავლილი არ არის. ადამიანის თავის ტვინში ვ-ის შედარებით მაღალი შემცველობაა. ვ. ორგანიზმში წარმოქმნის ცილოვან ნაერთებს. ის ფერმენტების ინჰიბიტორია. მედიც-ინაში კოლოიდურ ვ-ს იყენებენ როგორც ლორწოვან გარსზე მოქმედ ანტისეპტიკურ საშუალებას (არგიროლი, კოლარგოლი, პროტარგოლი და სხვ.).