ვ. ხელოვნებაში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაგალითი.png


ვ. ხელოვნებაში. ლითონის ათვისების ეპოქებიდან მოყოლებული, ვ., ოქროსთან და ბრინჯაოსთან ერთად, ფართოდ გამოიყენებოდა დეკორ. ხელოვნებაში. ძვ. წ. III ათასწლეულიდან ვერ-ცხლის მხატვრული ნაკეთობები იქმნებოდა შუამდინარეთში, ანატოლიაში, კავკასიაში. ვ-ის გამოყენებას ხელოვნებაში მისი პლასტ. თვისებების გარდა, ხელი შეუწყო ძველ სამყაროში გავრცელებულმა ძვირფას ლითონთა მისტიკური ძალის რწმენამ. ძვ. ტრად. თანახმად, ოქრო და ვ-ი ღვთაებრივ ენერგიას შეიცავს. ძველ აღთქმაში ტაძართა შემკობაში ვ-ის გამ-ოყენების არაერთი მაგალითია მოყვანილი (მაგ., სოლომონის ტაძრის აღწერა). სხვადასხვა ისტ. ეპოქის ვ-ის მხატვრული ნაკეთობები (სარიტუალო და სახმარი ჭურჭელი, სამკაულები, საეკლ. ნივთები) ფართოდ არის გავრცელებული. ვ-ის დამუშავების ურთულესი ტექ. და მხატვრული ხერხები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყველა ხალხი, საკუთარი მხატვრული ტრად. შესაბამისად, ორიგინ. ტექნოლოგიით, ვ-ის რელიე-ფური და გრავირებული სახეებით შემკულ ორიგინ. მხატვრულ ნაკეთობებს ქმნის. საბერძნეთმა და რომმა, ბიზანტიამ და ირანმა, რომანული და გოტიკური ეპოქების დას. ევრ. ქვეყნებმა შემოგვინახეს ვ-ის მხატვრულ ნაკეთობათა უმდიდრესი საგანძური.