ზაალიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თ დ ზაალიშვილი.png


ზაალიშვილი თენგიზ დიმიტრის ძე (დ. 22. IX. 1928, თბილისი), მომღერალი (ლირ. ტენორი). საქართვ. სახ. არტისტი (1985). 1957 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია ვოკალის განხრით (ს. ინაშვილის კლასი). ზ-ის დებიუტი შედგა 1958 ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრში (ალფრედი, ჯ. ვერდის ოპერაში “ტრავიატა”), რის შემდეგ იგი ამ კოლექტივის წამყვანი მომღერალი გახდა. შეასრულა მრავალი წამყვანი პარტია ქართ. და მსოფლიო საოპერო რეპერტუარიდან, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: მალხაზი, გურამი (ზ. ფალიაშვილის “დაისი”, “ლატავრა”), მასხარა (მ. ბალანჩივაძის “დარეჯან ცბიერი”), კოტე (ვ. დოლიძის “ქეთო და კოტე”), მოხუცი (გ. ყანჩელის “და არს მუსიკა”), სალოსი (მ. მუსორგსკის “ბორის გოდუნოვი”), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი”), გრაფი ალმავივა (ჯ. როსინის “სევილიელი დალაქი”), ჰერცოგი (ჯ. ვერდის “რიგოლეტო”), ფაუსტი (შ. გუნოს “ფაუსტი”) და სხვ. 1960 საკონკურსო შერჩევის შედეგად, ფირფიტაზე ჩაიწერა ზ. ფალიაშვილის “დაისი”, სადაც მალხაზის პარტიას ასრულებს ზ. საქართვ. რადიოს ფონდში დაცულია ვ. სარაჯიშვილისადმი მიძღვნილი რადიოდადგმა, სადაც სახელგანთქმულ მომღერალს ზ. ახმოვანებს. 1963–66 საკონცერტო პროგრამით იმოგზაურა გდრ-სა და პოლონეთში. ზ-ის შემოქმედება მჭიდროდაა, დაკავშირებული ქართ. ხალხ. სიმღერასთან. იგი წლების განმავლობაში (1983–88) მოღვაწეობდა ხალხ. სიმღერის ანსამბლში (ხელმძღვ. მ. ხატელიშვილი), იყო ხალხ. ანსამბლ “ფიროსმანის” წევრი. მასთან ერთად მოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა და აშშ. ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად არჩეულია ატლანტის (აშშ) საპატიო მოქალაქედ (1985). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). 1988 დატოვა სცენა. ეწევა საზ. და პედ. მოღვაწეობას. ზაალიშვილი თენგიზ მალხაზის ძე (დ. 18. VI.1949, თბილისი), ბიოქიმიკოსი. საქართველოს მეცნ. ეროვნ. აკად. წ.-კორ. (1997). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (2001). 1971 დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი, 1974–86 მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლ. ინ-ტში უმცროს და უფრ. მეცნიერ თანამშრომლად. 1986-იდან მუშაობს მოლეკულური ბიოლ. და ბიოლ. ფიზიკის ინ-ტში გენომის სტრუქტურისა და ფუნქციის ლაბორ. გამგედ. 2000–06 იყო ამ ინ-ტის დირექტორი, 1996–2006 – თსსუ-ის ბიოქიმიის კათედრის და თსუ-ის უჯრედის და მოლეკულური ბიოლ. კათედრის პროფესორი. ზ-ის გამოკვლევები ეხება ეუკარიოტულ უჯრედებში ბირთვული მატრიქსის სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციისა და ადფ-რიბოზილირებით ცილების მოდიფიკაციის როლის შესწავლას. არის საქართვ. ბიოქიმიკოსთა ასოციაციის წევრი, მრავალი საერთაშ. ორგანიზაციის წევრი, სამეცნ. შრომების ავტორი.


ზაალიშვილი თ დ.png