ზაალიშვილი მიხეილ ზაქარიას ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაალიშვილი მიხეილ ზაქარიას ძე (3. I. 1858 – XX ს. I ნახ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914). დაამთავრა თბილ. ალექსანდრეს სახ. გიმნაზიის 2 კლასი და თბილ. იუნკერთა სასწავლებელი. 1876-იდან მსახურობდა ასეულის და ბატალიონის მეთაურად 161-ე ალექსანდროპოლის ქვეით პოლკში, ხოლო 1905–12 – 186-ე ასლანდუზის ქვეით პოლკში. 1910 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) და რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომებში. 1914 გადადგა სამხედრო სამსახურიდან. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. მ. გოგიტიძე.