ზაალიშვილი მიხეილ ყარამანის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაალიშვილი მიხეილ ყარამანის ძე [10 (22).IX. 1865, სოფ. იგოეთი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 10. IX. 1920, თბილისი], პედაგოგი, პირველი ქართ. საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოების ავტორი. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ერევანსა (1897–1902) და გორში (1902–18). შეადგინა და გამოსცა სახელმძღვანელოები: “საზოგადო ზოოტეხნია ანუ საქონლის მოვლა-მოშენება” (1890), “საზოგადო მიწათმოქმედება” (1891), “მეფუტკრეობა, მოშენება და მოვლა ფუტკრისა” (1897), “არაორგანული ბუნება. ჰაერი, წყალი და დედამიწა” (1917), “ბოტანიკა”, “ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია”, “ზოოლოგია” (სამივე გამოვიდა 1918), “პირველდაწყებითი გეოგრაფია”, “არითმეტიკა” (1919).