ზაარბრიუკენის მოედანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაარბრიუკენის მოედანი, მოედანი თბილისში (ძველი კუკია, ჩუღურეთი). მდებარეობს დავით აღმაშენებლის გამზირსა და დ. უზნაძის, პლატონის, ლ. ტოლსტოის, მ. გოგიბერიძის ქუჩებს შორის. თავდაპირველად მ. ვორონცოვის, შემდეგ კ. მარქსის მოედანი ერქვა. 1867 აქ, ალგეთის ქვით მოპირკეთებულ კვარცხლბეკზე, დაიდგა კავკ. პირველი მეფისნაცვლის, გენ.-ფელდმარშლის მ. ვორონცოვის ძეგლი (ჩამოისხა პეტერბურგში). ეს იყო სამხრ. კავკასიაში დადგმული პირველი ქანდაკება. 1922 წ. ძეგლი აიღეს.