ზაბოზლაევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაბოზლაევი სერგეი პეტრეს ძე (1894–1939), კინოოპერატორი. პირველი ქართული ფილმების გადამღები. 1923-იდან მუშაობდა საქართვ. “სახკინმრეწვში” ოპერატორად. გადაიღო ფილმები: “მამის მკვლელი” (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1923), “დაკარგული საუნჯე” (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1924), “ვინ არის დამნაშავე” (ა. წუწუნავა, 1925), “ნათელა” (ა. ბეკ-ნაზაროვი, 1926), “ხანუმა” (ა. წუწუნავა, 1926), “ორი მონადირე” (ა. წუწუნავა, 1927), “ამერიკანკა” (ა. გალპერინთან ერთად; ლ. ესაკია, 1930). როგორც ოპერატორი იყო კ. მარჯანიშვილის ყველა ფილმის დადგმის თანამონაწილე – “ქარიშხლის წინ” (1926), “გოგი რატიანი” (ვ. კერესელიძესთან ერთად, 1927), “ამოკი” (1927), “კრაზანა” (1928), “კომუნარის ჩიბუხი” (1929); გადაიღო კინოსიუჟეტები მისი სპექტაკლებისათვის “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ” და “შუაღამემ გადაიარა” (მ. აფაქიძესთან ერთად). მუშაობდა დოკუმენტურ კინოშიც: “მალარია” (ლ. პუში, 1928), “მუხრუჭის გარღვევა” (ს. ფალავანდიშვილი, 1930), “ბუბა” (ნ. ღოღობერიძე, 1930). 1930-იდან გადავიდა უზბეკეთში, სადაც გადაიღო ფილმები “დროის ბეჭედი” (1932), “ჯიგიტი” (1936) და სხვ. მ. კერესელიძე.