ზავრიევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კ ზავრიევი.png

ზავრიევი კირიაკ სამსონის ძე [16 (28). I. 1891, თბილისი, – 14. XII. 1978, იქვე], მეცნიერი სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის დარგში, სეისმომედეგობის დინამიკური თეორიის ფუძემდებელი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1941). პროფესორი (1924), ტექ. მეცნ. დოქტორი (1935), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამსახურებული მოღვაწე (1941), სსრკ მშენებლობისა და არქიტ. აკად. ნამდვ. წევრი (1956). 1914 დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი. მუშაობდა იქვე (1914–15), მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914–18), ახ. სამხ. ხიდების მშენებლობაზე. შემდეგ პედ. საქმიანობას ეწეოდა ოდესისა (1918–19) და თბილ. (1921–30) პოლიტექ. ინ-ტებში, თბილ. სამშ.-საინჟ. ინ-ტში (1930–32), თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტში (1933–59). 1959-იდან მოღვაწეობდა სპი-ში. პარალელურად . 1941–47 იყო საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული ანტისეისმური მშენებლობის ბიუროს თავ-რე, ხოლო 1947-იდან გარდაცვალებამდე – ამ ბიუროს ბაზაზე ჩამოყალიბებული სამშ. მექანიკისა და სეისმომედეგობის ინ-ტის დირექტორი (1980-იდან ინ-ტი -ის სახელობისაა). . რუსეთსა და ამიერკავკასიაში აგებული მრავალი დიდი ხიდის პროექტის ავტორია. მისი შრომები ეხება ნაგებობათა თეორიას. საფუძველი ჩაუყარა მრღვევი დატვირთვების მიხედვით ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდს (1913). პირველმა დაასაბუთა ქვის სეისმომედეგ ნაგებობათა მშენებლობის შესაძლებლობა და დაამუშავა შენობათა ანტისეისმური სარტყელი. დიდი წვლილი მიუძღვის მსუბუქი რკინაბეტონის კონსტრუქციების დამუშავებასა და დანერგვაში, ხელმძღვანელობდა ბეტონის სპეციალისტთა ამიერკავკ. სკოლას. იყო აშშ-ის წინასწარდაძაბული რკინაბეტონის ინ-ტის ნამდვილი წევრი (1957-იდან). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: Руководство к проектированию состава бетона, «Труды Закавказского ин-та сооружений», 1931, в. 2; Расчетные формулы прочности в особых случаях, М.–Л.,1935; Динамика сооружений, М., 1946; Сейсмостойкое строительство, М., 1969; Сейсмостойкость, Тб., 1973. ლიტ.: გაბრიჩიძე გ., აკადემიკოს კირიაკ ზავრიევის დაბადების 120 წლისთავი, თბ., 2011; კირიაკ ზავრიევი. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ი. დუდუჩავა, თბ., 1978. ზ. წილოსანი.