ზაზაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაზაშვილი შოთა პეტრეს ძე (დ. 2. VI. 1946, სოფ. უდე, ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1998). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1969). 1968–89 მუშაობდა ამავე უნ-ტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტში სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე. 2003–05 იყო თსუ-ის მესხეთის ფილიალის მათ. და ასტრონ. კათედრის გამგე, 2005–07 – ამავე ფილიალის დირექტორი. 2009-იდან მუშაობს სტუ-ის უმაღლესი მათ. დეპარტამენტში. -ს კვლევის სამეცნ. მიმართულებებია: დრეკადობის თეორიის სტატიკის ძირითადი, შერეული და საკონტაქტო ამოცანების მათ. მოდელირება და გამოკვლევა; თხელი ანიზოტროპული დრეკადი ფირფიტის ღუნვის ძირითადი და შერეული სასაზღვრო ამოცანები; მრავალგანზომილებიანი ფიზ. ველების ურთიერთქმედების მათ. ამოცანები კომპოზიტური დრეკადი სხეულებისათვის.