ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაზა ფანასკერტელი ყინწვისის მონასტერი.png


ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, XV ს. პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი. ციციშვილთა ფეოდ. საგვარეულოსა და საციციანოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. XV ს. 60-იან წლებში იგი ფანასკერტიდან (ტაო) შიდა ქართლში გადასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული საციციანოს კულტ. დაწინაურება, ყინწვისის მონასტრის განახლება და ეგვტერის მიშენება. ავტორია ორიგინ. სამედ. ძეგლისა “სამკურნალო წიგნი – კარაბადინი”. წიგნში განხილულია თეორ. და პრაქტ. მედიცინის საკითხები. მისი აზრით, ავადმყოფის განსაკურნავად საჭიროა ზუსტ ცოდნაზე აგებული მკურნალობის რაციონალური მეთოდების გამოყენება. ზ. ფ.-ც. უარყოფს ფსიქ. დაავადებათა მისტიკურ ბუნებას, მათ მიიჩნევს ტვინში მიმდინარე პათოლ. პროცესების გამოვლენად. თხზ.: სამკურნალო წიგნი (კარაბადინი), პროფ. ი. აბულაძის და კ. გრიგოლიას გამოც., მ. სააკაშვილის რედ., თბ., 1950; იგივე, მ. შენგელიას გამოც., თბ., 1959; 1978. ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან, {საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული}, 1960, [ტ.] 1; მაკალათია ს., ძამის ხეობა, თბ., 1961.