ზალდასტანიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ო ზალდასტანიშვილი.png

ზალდასტანიშვილი, ზალდასტანი, ოთარ სოლომონის ძე (10. VIII. 1922, თელავი, – 9. VIII. 2005, ბოსტონი, აშშ), ინჟინერ-მშენებელი, ბიზნესმენი, მეცენატი. დოქტორი (1946), პროფესორი (1947). მოღვაწეობდა აშშ-ში. 1925 ოჯახთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა საფრანგეთში. 1945 დაამთავრა პარიზის გზებისა და ხიდების სამშ. ინ-ტი. 1946 მუშაობდა ჰარვარდის უნ-ტში. 1947–50 იყო მასაჩუსეტსის ტექნოლ. ინ-ტისა და ჰარვარდის უნ-ტის პროფესორი. 1948 საცხოვრებლად გადავიდა ბოსტონში და კონსულტანტად დაიწყო მუშაობა ფირმაში “Nichols & Norton”. 1952-იდან იყო სამშენებლო კორპორაცია “Nichols, Norton & Zaldastani”-ის პარტნიორი, 1964–89 – ბოსტონში “Zaldastani Association”-ის პრეზიდენტი, ხოლო 1989–97 – თავმჯდომარე. პარალელურად 1961-იდან ლექციებს კითხულობდა ჰარვარდის უნ-ტში სამშ. მექანიკაში. იმავდროულად მიიწვიეს აშშ-ის სამხ.-საზღვ. ფლოტის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში წყალქვეშა გემების დინამიკის საკითხებთან დაკავშირებულ კვლევით სამუშაოებზე. მოგვიანებით სამუშაოდ მიიწვია საბრძოლო თვითმფრინავების ავიაკონსტრუქტორმა – ა. ქართველმა (ქართველიშვილი). -ის ავტორობით და მონაწილეობით აშენებულია 1000-ზე მეტი სამშ. ობიექტი (ბოსტონის აეროპორტი, ბოსტონის ერთ-ერთი მთ. მოედანი და სტადიონი, საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადის მახლობლად არქიტ. კომპლექსი “პალმა ჯუმეირა” – პალმის ფორმის 200 ხელოვნურ კუნძულზე შექმნილი ნაგებობების ანსამბლი, რ-ის მშენებლობაში გამოყენებულია ზ-ის მიერ დამუშავებული ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შექმნის პრინციპი და სხვ.). მიღებული აქვს მრავალი ნაციონალური ჯილდო და პრემია, როგორც ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერს. 1958–65 . იყო “ქართველთა საზოგადოების” პრეზიდენტი, აგრეთვე საქართვ. ამერ. მეგობრების საზ-ბის დირექტორი. 1997 მიენიჭა საქართვ. საპატიო მოქალაქეობა საქართველოდან 1921 გატანილი ეროვნ. არქივის მოვლისა და საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის. 2013 -ის არქივი გადაეცა საქართვ. ეროვნულ ბიბლიოთეკას. ლიტ.: დაუშვილი რ., ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში, თბ., 2002; მისივე, .ქართული ემიგრაცია 1921–34 წლებში, თბ., 2007.