ზალდასტანიშვილი გივი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ზალდასტანიშვილი.png

ზალდასტანიშვილი გივი სოლომონის ძე (1. XI. 1919, თბილისი, – 12. X. 2007, იქვე), ბიზნესმენი. 1925 ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა პარიზში. 1944 დაამთავრა სორბონის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი. 1942–46 იყო ქართვ. ახალგაზრდების ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი პარიზში. საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, სადაც 1948 დაამთავრა ჰარვარდის ბიზნეს სკოლა. 1951 მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 1954 მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა. მონაწილეობდა “ამერიკის ხმის” ქართ. რედაქციის დაარსებაში. 1951–65 რედაქტორობდა ქართ. პერიოდულ გამოცემას “თავისუფალი საქართველოს ხმა” (ინგლ. ენაზე, “Voice of Free Georgia"), 1966–95 იყო აშშ-ის “ქართველთა საზოგადოების” პრეზიდენტი და შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი. 1970–90 რედაქტორობდა პარიზში გამომავალ ქართ. ჟურნ. “ივერიას”. ჟურნალი ფარულად ვრცელდებოდა საქართველოში. იყო ნიუ-იორკისა და ბოსტონის ჰარვარდის კლუბების წევრი, ჰარვარდის უნ-ტის მმართველობის წევრი. 1976-იდან ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ საინჟ.-საკონსულტაციო ფირმას “Zaldastani Associates”-ს. 1980-იდან იყო ბოსტონში მარკეტინგული ფირმის “Zaldastani Consalting”-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ზ. 1987 წ. 16 სექტემბერს პირველად ჩამოვიდა სამშობლოში. იყო თბილ. ბიზნეს სკოლის დამსწრები პროფესორი, სადაც ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროგრამა “ქეისის” მეთოდით მიჰყავდა კურსები: 1991 – მარკეტინგში, 1992 – მეწარმეობაში, 1993 – მენეჯმენტსა და ლიდერობაში, 1994 – ფინანს. მართვაში. 1993-იდან იყო სტუ-ის დამსწრები პროფესორი. 1997 ო. ზალდასტანიშვილთან ერთად მიენიჭა საქართვ. საპატიო მოქალაქეობა. საქართველოდან 1921 გატანილი ეროვნ. არქივის მოვლისა და საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის. 2001 საქართველოში დააარსა ამერიკული სკოლა – ამერიკული აკადემია. 2004 ზ. საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და უკანასკნელი წლები სამშობლოში გაატარა. ლიტ.: გელაშვილი აკ., გელაშვილი ლ., უტეხი სული, 2006.