ზალუმჯანიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზალუმჯანიანი, ძვ. ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი, სამიჯნურო-სადევგმირო ხასიათის ვრცელი თხზულება, რ-შიც აღწერილია მეფე გულაზარის ვაჟის, ზალუმჯანის, საგმირო საქმეები, დევებთან ბრძოლა და ა. შ. ჩვენამდე თხზულების ფრაგმენტებმა მოაღწია. ვარაუდობენ, რომ “ზ.” გადმოღებულია სპარსულიდან XVIII ს-ში. არც სპარს. წყარო, არც ავტორი ცნობილი არ არის. ლიტ.: გვახარია ა., სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან, თბ., 1973; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958. ა. გვახარია.