ზალცმანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა ზალცმანი.png

ზალცმანი ალბერტ თევდორეს ძე (10. IX. 1833, თბილისი, – 26. VII. 1897, იქვე), XIX ს. 60–90-იანი წლების თბილისელი არქიტექტორი, რ-ის მამა თბილისში დამკვიდრებული გერმანელი იყო. სპეც. განათლება მიიღო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1861-იდან მთელი მისი მოღვაწეობა საქართველოსთან, კერძოდ, თბილისთან არის დაკავშირებული. 1865–66 იმოგზაურა გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და ინგლისში, სადაც ეცნობოდა საავადმყოფოებისა და სატუსაღოების შენობებს. 1867 პეტერბურგის სამხატვრო აკადემიამ აკადემიკოსის წოდება მიანიჭა. 1876 დანიშნეს კავკ. სამხ. ოლქის საოლქო-საინჟ. სამმართველოს არქიტექტორად. 35 წლის განმავლობაში მისი პროექტით მრავალი სახაზინო, საზ. და კერძო სახლი აშენდა თბილისში. 1865 დაინიშნა მისივე პროექტით აგებული ქალაქის, ყოფ. მიხეილის საავადმყოფოს სამშ. კომისიის წევრად. სხვა ნამუშევართაგან აღსანიშნავია: კათოლიკეთა ეკლესია ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე (1870), კავკ. მუზეუმის შენობა (დამთავრდა 1870, იდგა საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმის ახლანდ. შენობის ადგილას), ქალთა გიმნაზიის შენობა (დამთავრდა 1874, ახლანდ. ლ. გუდიაშვილის ქ. #10), 1886–93 ხელმძღვანელობდა თბილ. სახაზინო (ახლანდ. ოპერისა და ბალეტის) თეატრის მშენებლობას, მისი პროექტითაა აგრეთვე აგებული თბილ. არისტოკრატიული და ბურჟ. ფენების წარმომადგენელთა მრავალი საცხოვრ. სახლი. ზ., ო. სიმონსონთან ერთად იმ არქიტექტორთაგანი იყო, რ-მაც ქალაქის განაშენიანებას ახლებური ხასიათი შესძინა; კერძოდ, იმდროინდელ რუსეთსა და დას. ევროპაში მიღებული რენესანსულ-ბაროკული ფასადები. მისი ნამუშევრებიდან ასევე აღსანიშნავია: ზ-ის საკუთარი სახლი დავით აღმაშენებლის გამზირზე #115-ში (1872), სახლი რ. თაბუკაშვილის ქ. #14-ში (1876), კავკ. მუზეუმისა და ქალთა გიმნაზიის ფასადები, საცხოვრ. სახლი გალაკტიონ ტაბიძის 22-ში, რ-იც განსაკუთრებით საინტერესოა ქართ. ისტ. არქიტ. მოტივებით დამუშავებული ფასადით. ზ. დაჯილდოებული იყო რუს. და სხვა ქვეყნების ორდენებით. ლიტ.: ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801–1917 წწ., [ტ.] 2, თბ., 1963; მანია მ., ევროპელი არქიტექტორები თბილისში, თბ., 2006. ვ. ბერიძე. ზალცმანი სამხედრო-ისტორიული მუზეუმი.png