ზამბახი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზამბახი.png

ზამბახი (Iris), მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ტუბერბოლქვიანი ან ფესურიანი ბალახოვანი მცენარეებია, ღეროს ძირთან შეკრებილი ხმლისებრი ან ხაზური ფოთლები აქვთ. ყვავილედი კენწრულია, 1–5-ყვავილიანი. ყვავილსაფარი გვირგვინისებრია, ფერად ლურჯი, იისფერი, ცისფერი, თეთრი, ყვითელი ან მოყვითალო. -ის 250-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, მათგან 11 საქართველოშია. იზრდება მშრალ, ღია ადგილებზე, სტეპებსა და უდაბნოებში, ჭაობებსა და წყალსაცავების სანაპიროებზე. ვინოგრადოვის ზ. (I. winogradowii) ვიწრო ენდემური სახეობაა და გვხვდება აფხ. და ქართლის ალპ. სარტყლის მდელოებზე, ზოგჯერ მცირერიცხოვანი პოპულაციების სახით; კავკ. ენდემებიდან აღსანიშნავია: ქართული . (I. iberica) და ქართლის . (I. carthaliniae) იზრდება ქართლში, მშრალ, ქვიან ადგილებზე, ბუჩქნარებს შორის. საკმაოდ გავრცელებული დეკორ. სახეობებია. კოლხური . (I. colchica) გვხვდება კოლხეთის (აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი) დაბლობ რ-ნებში. ვინოგრადოვის ზ. და ქართული ზ. შეტანილია “საქართველოს წითელ წიგნში”. ლ. ხინთიბიძე.