ზამთარაძე შოთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზამთარაძე შოთა ამბაკოს ძე (7. V. 1926, სოფ. ეწერი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 30. IV. 1993, ბათუმი), ფერმწერი. აჭარის არ ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1955, პედაგოგი ა. ქუთათელაძე). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1955-იდან. მისი შემოქმედების ძირითადი თემა იყო ქ. ბათუმი. ხატავდა პეიზაჟებს, პორტრეტებს, ჟანრულ კომპოზიციებს. მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: “საღამო ბათუმის პორტში” (1956), “ბათუმელი თევზმჭერები” (1961), “სასიხარულო ცნობა” (1955), “დასვენება” (1964), “დიადი განთიადი” (1973), “ბათუმის ნავსადგურში” (1977), “წითელი წისქვილი” (1979) და სხვ. ი. ქარაია.