ზამიატნინი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზამიატნინი სერგეი ნიკოლოზის ძე [9 (21). IV. 1899, პავლოვსკი, ახლანდ. ვორონეჟის ოლქი, – 5. XI. 1958, ლენინგრადი, ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი], რუსი არქეოლოგი, პრეისტორიული არქეოლ. მკვლევარი. ზ-მა აღმოაჩინა და გამოიკვლია პალეოლითის ხანის ძეგლები: ბერდიჟის, გაგარინოს, კოსტიონკის, სატანიდარის და სხვ. ჩამოაყალიბა კავკ. პალეოლითის პერიოდიზაცია; შეისწავლა პალეოლითის კულტ. ლოკალური განსხვავებანი, პალეოლითისა და ნეოლითის ხელოვნება და სხვ. საქართველოში პირველად აღმოაჩინა ზედა პალეოლითის ნახატები კლდეზე, ადლერის მახლობლად გამოქვაბულის მასალის მიხედვით დაადგინა პალეოლითური ძეგლების სტრატიგრაფიული ფენები. დაჯილდოებულია სახელმწ. ორდენითა და მედლებით. თხზ.: Очерки по Палеолиту, М. –Л., 1961.