ზანა, მდინარე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზანა, მდინარე დას. საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში, მდ. ხობის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართ. 69,7 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – ზაფხულ–შემოდგომაზე. უერთდება 60-მდე შენაკადი, რ-თა ჯამური სიგრძეა 86 კმ. საშ. წლ. ხარჯი 2,9 მ3/წმ. მდინარის ხეობაშია ნაზოდელავოს მღვიმე. ი. აფხაზავა.