ზანა, სოფელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზანა, სოფელი სენაკის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ოდიშის დაბლობზე, მდინარეებს ზანასა და ცივს შორის, სენაკი–ჩხოროწყუს საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., ეწერი, საესებუო, სატყებუჩავო, საშურღაიო). ზ. დ. 160 , სენაკიდან 18 კმ. 271 მცხ. (2002). სოფელი აღნიშნულია იტალიელი მისიონერის ა. ლამბერტის მიერ შედგენილ რუკაზე (XVII ს.). თ. ბერაძე. დ. სვანიძე.