ზანდარაკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზანდარაკი, რკინის ჯვარი, უღელტეხილი მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, ეგრისის ქედის დას. ნაწილში, სიმაღლე 2758 . ზ-ის მიდამო აგებულია ბაიოსური პორფირიტების, ტუფ-ბრექჩიების, ტუფ-კონგლომერატებისა და ტუფ-ქვიშაქვებისაგან. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. ზ. აკავშირებს მდინარეების მაგანისა (ენგურის მარცხ. შენაკადი) და თხეიშის (ხაიშურის ერთ-ერთი მდგენელი) ხეობებს. მ. უთმელიძე.