ზანდუკელი ფიქრია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზანდუკელი ფიქრია ზურაბის ასული (9. IV. 1933, თბილისი, – 3. XI. 2005, იქვე), ფოლკლორისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1956). მუშაობდა ამავე უნ-ტში, იყო ფოლკლორისტიკის განყ-ბის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. პირველი სამეცნ. ნაშრომი 1959 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი “იავნანა” – 1965. იკვლევდა საბავშვო ფოლკლორის, საწესჩვეულებო პოეზიის, ხალხ. პროზის, მხატვრული ოსტატობის, ფოლკლორული ჟანრების თავისებურებებს რეგიონების მიხედვით და სხვ. საკითხებს. ძირითადი ნაშრომები: “ფოლკლორი და ქართველი საბავშვო მწერლები” (1974), “ქართული საბავშვო ფოლკლორის საკითხები” (1977), “წერილები საბავშვო ფოლკლორზე” (1980), “მხატვრული ოსტატობის საკითხები ქართ. ფოლკლორში” (1985), “ქართული ფოლკლორის მოკლედ ანოტირებული ბიბლიოგრაფია (1829–1901)” (წგ. 1, 1973, ე. ვირსალაძესა და მ. გოგიჩაიშვილთან ერთად) და სხვ. 1988 “ქართული ხალხური პოეზიის” თორმეტტომეულის მომზადებისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (სხვებთან ერთად).