ზანდუკი (ყოფ. ნათიანი)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზანდუკი (ყოფ. ნათიანი), სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), გუდამაყრის არაგვის (მთიულეთის არაგვის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1320 , დუშეთიდან 61 კმ. 63 მცხ. (2002). ზ-ში სამი უბანია: ნათიანი, ლაგაზიანი, კოტორიანი. ყოველ მათგანში შემორჩენილია დარბაზული ეკლესიების ნანგრევები. ლაგაზიანში არის მთავარანგელოზის ნიში – მთელი სოფლის საერთო სალოცავი. ნათიანში ძველად მდგარა ციხე, რ-იც დაუნგრევიათ. ზ-ის სამხრ.-აღმ-ით, მთის ფერდობზე და ქედის ქიმზე არის ადრეფეოდალური ხანის ორი ციხე ზურგიანი კოშკებით – მახვილოკლის ციხე და მახვილოს ციხე. სოფ. ზ-იდან არიან წარმოშობით აზნაური ზანდუკელები. ჯ. გვასალია.