ზანთარაია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზანთარაია გიორგი მალხაზის ძე (დ. 21. X. 1987, გალი), სპორტსმენი (ძიუდო). მსოფლიო ჩემპიონი (2009), მეორე (2010) და მესამე (2011) პრიზიორი. ევრ. ჩემპიონი (2011) და მეორე პრიზიორი (2009). ევრ. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული (2003), ევრ. ჩემპიონი ახალგაზრდებში (2006). ასპარეზობს უკრაინის სახელით. უკრაინის პირველი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში. ამავე ქვეყნის ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის მიერ ორჯერ დასახელდა უკრაინის საუკეთესო სპორტსმენად (2009, 2011). მისი მწვრთნელები იყვნენ ვ. ბრიმანი და ვ. დუბროვა.