ზარა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარა, ძარა, მასისა და მოცულობის ერთეული, გავრცელებული იყო აღმ. საქართველოში. მოხსენიებულია XVIII ს. დასაწყისში “დასტურლამალში”. ზ-ს (ძარას) იყენებდნენ XVII ს-ში დას. საქართველოში, უდრიდა 25 ბათმანს (დაახლ. 200 კგ). იმერეთსა და ლეჩხუმში ზ. ახლა ჰქვია ურემზე დასადებ ყუთისმაგვარ მოწნულ ჭურჭელს. ლიტ.: ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ზარა&oldid=9964-დან“