ზარაგულა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარაგულა, სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტის ლუხვანოს თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), ცაგერის ქვაბულის დას. ფერდობზე, მდ. ნამყაშურის (ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 780 , ცაგერიდან 5 კმ. 97 მცხ. (2002). სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. IV ს. დასასრ. კოლხური მონეტების განძი. დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში. ნ. სულავა.