ზარაფიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარაფიშვილი ილია აბრამის ძე (1856, სოფ. ქვემო მაჩხაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 1909, თელავი), პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. 1878 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია და მოღვაწეობა დაიწყო ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად თელავის სას. სასწავლებელში და მათ. მასწავლებლად წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელში. ზ-ის წერილები “ნადიკვარელის” ფსევდონიმით იბეჭდებოდა გაზ. “დროებაში”, “ივერიასა” და “ცნობის ფურცელში”. 1895 მისი ხელმძღვანელობით თელავში დაარსდა ქალთა ამხანაგობა, რ-შიც გაერთიანდა ორმოცდაათამდე ქალი. ამხანაგობა ატარებდა ლექცია-მოხსენებებს, ჩამოაყალიბა სცენის მოყვარეთა წრე, რ-იც მართავდა წარმოდგენებს. ზ. იყო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის” აქტ. წევრი. ოცდახუთწლიანი პედ. მოღვაწეობის შემდეგ ზ. აქტიურად ჩაება საზ.-კულტ. და რევ. საქმიანობაში. 1905 რევ. პერიოდში დააარსა თელავის მაზრის მასწავლებელთა კავშირი. ზ-ის პირდაპირი მონაწილეობა რევ. მოძრაობაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. იგი დააპატიმრეს და შორეულ ჩრდილოეთში გადასახლება მიუსაჯეს, რ-იც შემდეგ ხანდაზმულობის გამო სამშობლოდან წასვლით შეუცვალეს. ზ-მა თავი შეაფარა თავრიზს, საიდანაც დაავადმყოფებული და დაუძლურებული დაბრუნდა სამშობლოში. ა. სამადაშვილი.