ზარბაზნის ქუჩა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარბაზნის ქუჩა, ქუჩა XIX ს. თბილისში. დღის ყოველი 12 საათის აღსანიშნავად თბილისში, ისევე როგორც რუსეთის იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში (მაგალითად, პეტერბურგში), ისროდნენ ზარბაზანს. “საათი ზარბაზანი” თავდაპირველად იდგა ძვ. არსენალის (მოგვიანებით ღუნიბის მოედანი] მახლობლად, შემდეგ, XIX ს. 60-იან წლებში, დადგეს ალექსანდრეს ბაღში, ქაშვეთის ეკლესიასთან. ზარბაზნის ყოველი გასროლა ზიანს აყენებდა ეკლესიას, კედლებიდან ცვიოდა ბათქაში, გაჩნდა ბზარები, რის გამოც ეკლესიის მესვეურებმა არაერთგზის მიმართეს თხოვნით ქალაქის ხელისუფლებას, რათა “საათი ზარბაზანი” გადაეტანათ სხვაგან. XIX ს. 80-იან წლებში იგი მტკვრის მარცხ. მხარეს, ჩუღურეთში, არსენალის (ახლანდ. შ. გამცემლიძის) ქუჩის მახლობლად დადგეს. XIX ს. დასასრულს “საათი ზარბაზნის” გამო ჩუღურეთში, არსენალისა და დოქის ქუჩებთან გაჩნდა ზ.ქ თ. ბერიძე.