ზარდალიშვილი გრიგოლ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარდალიშვილი გრიგოლ ივანეს ძე (1. VIII. 1914, ქუთაისი, – 28. X. 1979, თბილისი), ეკონომ-გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1967), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). 1941 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1945-იდან იყო თსუ-ის ეკონ. გეოგრ. კათედრის თანამშრომელი. 1960 მუშაობა დაიწყო თბილ. ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედაგოგიურ ინ-ტში; 1964-იდან გარდაცვალებამდე იყო ამავე ინ-ტის გეოგრ. კათედრის გამგე, 1966–69 – ქსე-ის დედამიწის შემსწავლელ მეცნ. რედაქციის უფრ. სამეცნ. რედაქტორი. საქართველოს გეოგრ. საზ-ბის სამეცნ. საბჭოსა და პრეზიდიუმის წევრი. წლების განმავლობაში რედაქტორობდა ჟურნ. “სკოლა და ცხოვრების” მეთოდიკურ დამატებას – “ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში”. ზ-ის ძირითადი შრომები შეეხება საქართველოს ეკონ. დარაიონების პრობლემებს, გეოგრ. კვლევის ისტ. საკითხებს, საინტერესო ცნობები შეაგროვა ქართვ. მოგზაურის რ. დანიბეგაშვილის მოგზაურობის შესახებ. შრომებში მოცემულია საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საქართვ. დასახლებული პუნქტების, მ. შ. თბილ. და მისი მიდამოების სახელწოდებათა ახსნა. თხზ.: გეოგრაფიულ სახელწოდებათა ახსნა-განმარტება, თბ., 1965 (თანაავტ.); გამოჩენილი ქართველი გეოგრაფები და მოგზაურები, თბ., 1966; ოცდაშვიდი წელი აზიის ქვეყნებში, თბ., 1971; თბილისისა და მისი მიდამოების ტოპონიმიკა, თბ., 1977; Экономическая география Грузинской ССР, Тб., 1983. ე. ლოლუა.