ზარდალიშვილი შოთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარდალიშვილი შოთა ივანეს ძე (15. VIII. 1922, თბილისი, – 26. IV. 1996, იქვე), საბჭოთა გენერალ-მაიორი (1977). დაამთავრა კიევის საარტ. სასწავლებელი (1942), თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტი (ახლანდ. ილიას უნ-ტი) დაუსწრებლად (1957), 1940-იდან წითელი არმიის რიგებში მსახურობდა. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იბრძოდა სტეპის და უკრაინის II ფრონტებზე; მონაწილეობდა უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში, იყო ასეულის, ბატალიონის მეთაური. 1950-იდან მუშაობდა სახელმწ. უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, 1976–85 იყო საქ. სსრ სახელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რის მოადგილე. 1985 თადარიგში გავიდა. 1967 მიენიჭა სახელმწ. უშიშროების საპატიო თანამშრომლის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1994), საბჭ. ორდენებით და მედლებით. ლ. დოლიძე.