ზარდახანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარდახანა (სპარს. ზარრადხანე), არსენალი, სამხედრო საჭურვლის საწყობი ძვ. საქართველოში. ზ-ში ინახავდნენ სამხ. აღჭურვილობას, ცხენის აღკაზმულობას და სხვ. ზ. სამხ. უწყების დაწესებულება იყო და უშუალოდ ამილახორს ემორჩილებოდა. მას განაგებდა ზ-ის უხუცესი. ზ-ის მოხელეები იყვნენ მოლარე და მწიგნობარი, აგრეთვე მისრატულთუხუცესი და მისრატულები (უზანგის დამჭერები), რ-ებიც მეფეს ემსახურებოდნენ ცხენით მოგზაურობის დროს). ზ-ს წელიწადში ერთხელ აღწერდნენ და ამოწმებდნენ ამილახორი, მეაბჯრეთუხუცესი, ზ-ის უხუცესი და მწიგნობარი (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მოხელე). ლიტ.: ქართული სამართლის ძეგლები, ივ. სურგულაძის გამოც., თბ., 1970; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.6). ი. სურგულაძე.