ზარელუა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარელუა ვლადიმერ ექვთიმეს ძე (1. IX. 1903, ფოთი, – 19. VII. 1979, თბილისი), საბჭოთა გენერალ-მაიორი (1944). დაამთავრა ფოთის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (1924). 1925–27 მუშაობდა კოლხეთის ჭაობის ამოშრობაზე. 1927–29 ფოთში იყო სხვადასხვა კომკავშირულ, პროფკავშირულ და პარტ. სამუშაოზე. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს იყო მოქმედ არმიაში 46-ე, მე-18, მე-3 გვარდიების განსაკუთრებული განყ-ბის უფროსი (1942–45). ასრულებდა სპეც. დავალებებს. იბრძოდა ამიერკავკასიის, ჩრდ. კავკასიის, უკრაინის I და IV, იმიერბაიკალეთის ფრონტებზე. 1945–48 მსახურობდა საბჭ. ჯარში პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და მანჯურიაში. 1954–72 მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე. 1973–79 იყო საქართვ. წყალზე მაშველი საზ-ბის პრეზიდიუმის თავ-რე. სახელმწ. უშიშროების საპატიო თანამშრომელი, შსს დამსახურებული მუშაკი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. ლ. დოლიძე.