ზარზმის ღვთისმშობლის ხატი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარზმის ღვთისმშობლის ხატი.png

ზარზმის ღვთისმშობლის ხატი, ე. წ. ლაკლაკიძეების ხატი, XI ს. ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლი, მოოქრული ვერცხლის ხატი (80 სმX64 სმ). შესრულებულია ლაკლაკიძეთა ოჯახის დაკვეთით ზარზმის მონასტრისათვის. ცენტრში გრავირებული ორნამენტის ფონზე გამოსახულია ღვთისმშობელი და ყრმა იესო, რ-თა სახეები ფერწერულია. ფართო ჩარჩოზე (13სმ) მაღალი რელიეფითა და დიდი პროფ. ოსტატობით შესრულებულია ქრისტესა და ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი მრავალფიგურიანი კომპოზიციები. XVI ს-მდე ზ. ღ. ხ. ინახებოდა ზარზმის მონასტერში, შემდეგ – სოფ. შემოქმედში, 1924-იდან – ძვ. ქართ. ხელოვნების მუზეუმში, 1934-იდან – საქართვ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში (ამჟამად შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი). ლიტ.: Чубинашвили Г. Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959.