ზარიძეები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარიძეები (ყოფ. ჩიტაურთკარი), სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ქართლის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. ვერხველის (ივრის აუზი) ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ზ., ბუჭყინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა, ჯიჯეთი). ზ. დ. 1170 , თიანეთიდან 7 კმ. 439 მცხ. (2002). სოფლის შუა ნაწილში დგას XVIII ს. დარბაზული ეკლესია. ეკლესიას დას. კედელზე დაშენებული ჰქონია პატარა სამრეკლო.