ზარიძეების სამაროვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარიძეების სამაროვანი, VI–VII სს. არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩენილია 1982 სოფ. ზარიძეების მახლობლად (თიანეთის მუნიციპალიტეტი), მდ. ქუსნოს სათავეებთან. მიკვლეულ ქვის სამარხში აღმოჩნდა: სარდიონის სასანური გემა, მძივები და 2 მონეტა. ელიფსური ფორმის ნარინჯისფერი სარდიონის საბეჭდავი, რ-საც აქვს ზონრის გასაყრელი ნახვრეტი. საბეჭდავის პირზე გამოსახულია წვერიანი მამაკაცის ბიუსტი პროფილში. მეფე კავადის ვერცხლის დრაქმები მოჭრილია VI ს. დასაწყისში სასანური ირანის ორი სხვადასხვა პროვინციის ზარაფხანებში. მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში. ლიტ.: წოწელია მ., სასანური წარმოშობის მასალა სოფ. ზარიძეებიდან, {ძეგლის მეგობარი}, 1985, #70. მ. წოწელია. ბ. ჯორბენაძე.