ზარიძე გიორგი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ზარიძე.png

ზარიძე გიორგი მიხეილის ძე [16 (29). V. 1908, თბილისი, – 12. II. 2002, იქვე], გეოლოგი. საქართველოს მეცნ. აკად. წ.-კორ. (1967), გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1945), პროფესორი (1945), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1933 დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრიული ინ-ტი და იქვე დაიწყო მუშაობა. 1936 იყო სსრკ მეცნ. აკად. პეტროგრაფიული ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი. 1937-იდან მუშაობდა ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში – 1958–86 იყო პეტროლოგიის, 1986–89 – პეტროლოგიის, მინერალოგიისა და იზოტოპური გეოქრონოლოგიის განყ-ბის გამგე, 1989-იდან – დირექციის მრჩეველი. პარალელურად 1937–48 მოღვაწეობდა თსუ-ში (1938–39 იყო გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის დეკანი). 1948-იდან მუშაობდა აგრეთვე სპი-ში (ახლანდ. სტუ), 1948–60 და 1974–78 იყო მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრის გამგე, 1952–56 – ამავე ინ-ტის დირექტორი, 1985-იდან – იქვე დაარსებული კვლევის სპექტრული მეთოდების რესპ. ცენტრის ხელმძღვანელი. ზ-ის შრომები ძირითადად ეხება მეტამორფული ქანებისა და გრანიტოიდების გენეზისს, ენდოგენური ქანების ფორმაციული კლასიფიკაციისა და კავკ. რეგიონული პეტროლოგიის საკითხებს. თანაავტორი და თანარედაქტორია საქართვ. გეოლ. შესახებ შექმნილი პირველი განმაზოგადებელი ნაშრომისა (“Геология СССР, т. 10 – Грузинская ССР, ч. 1. Геологическое описание, М., 1964; საქართვ. სახელმწ. პრემია, 1973). ზ. იყო საქართვ. საინჟ. აკად. ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი საპატიო პრეზიდენტი, საქართვ. ტექ. ინტელიგენციის კავშირის პრეზიდენტი, საფრანგეთის, სერბეთის და გერმანიის გეოლ. საზ-ბების წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1996). თხზ.: Геологические аспекты современной петрологии и вулканологии, кн. 1–2, Тб., 2001. ბიბლ.: გიორგი ზარიძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ.: ე. დოლიძე, ი. დუდუჩავა, თბ., 1995. დ. შენგელია.