ზარიძე რევაზ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარიძე რევაზ სპირიდონის ძე (დ. 8. V. 1938, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1986). 1962 დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო იქვე, ნახევარგამტარების პრობლემურ ლაბორატორიაში. 1973–90 მუშაობდა აგრეთვე სამხ.პრობლემებთან დაკავშირებულ დაკვეთებზე. 1981–2008 იყო თსუ-ის გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორ. გამგე. 1991-იდან დღემდე ზ. თანამშრომლობს საზღვარგარეთის მრავალ უნ-ტთან, Motorola-ს კვლევით ლაბორატორიასთან (აშშ), ეწევა სამეცნ. და პედ. საქმიანობას. 1996-იდან არის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ინ-ტის (IEEE, აშშ) ორგანიზატორი და განყოფილების გამგე. 2009-იდან თსუ-ის ემერიტუს პროფესორია. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ელექტრომაგნ. მოვლენების თეორ. და ექსპერ. კვლევა, მოდელირება და სიმულაცია, ველის ზემოქმედება ბიოლ. ობიექტებზე. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის ორი მედლით (1995, 2009).