ზარიძე ჯიმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარიძე ჯიმი შალვას ძე (დ. 2. VIII. 1952, ახალი ათონი), ბრიგადის გენერალი (2005). დაამთავრა თბილ. უმაღლესი საარტ. სამეთაურო სამხ. სასწავლებელი (1973), ლენინგრადის მ. კალინინის სახ. სამხ.-საარტ. აკადემია (1983). 1973–78 მსახურობდა გერმანიის დემოკრ. რესპუბლიკაში საბჭ. ჯარებში. 1991–92 იყო საარტ. პოლკის მეთაური, 1992–93 – საქართვ. თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის უფროსის მოადგილე. 1993–97 – გაერთ. სამხ. აკად. უფროსის მოადგილე, 2001–02 – სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, 2002–03 – გენშტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2003–04 – ეროვნ. სასწ. ცენტრის უფროსი. 2004 იყო საქართვ. შეიარაღებული ძალების არტილერიის სარდალი, 2005–06 – საქართვ. შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილე. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენით და მედლით. ლ. დოლიძე.