ზარნა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარნა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ადრინდ. ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ნანგრევები სოფ. (ახლანდ. აზერბაიჯანის ზაქათალის რ-ნი; ისტ. საინგილო). საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას ერტყა გალავანი, რ-ის შთამბეჭდავი ფრაგმენტები აქა-იქაა შემორჩენილი (ჩრდ.-აღმ. ნაწილში ერთ-ერთ მათგანს კონტრფორსებიც ამაგრებს). ორ ადგილას ჩანს სხვადასხვა ფორმის (წრიული და სწორკუთხა) მიწისქვეშა რეზერვუარი. კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს კლდის ქვით, შირიმითა და აგურით ნაგები დარბაზული ეკლესია სამხრ. მინაშენითა და დას-ის გარსშემოსავლელით. შესასვლელი ეკლესიას სამხრ-იდან ჰქონდა, იგი წარმოადგენდა გეგმით სწორკუთხა აგურის ბურჯზე დამყარებულ ორმალიან თაღნარს. ეკლესიის მთავარი აფსიდა ნახევარწრიული ფორმისაა, გვერდითი კი – მკვეთრად გამოსახული ნალისებრი მოხაზულობისა. გ. მარჯანიშვილი.