ზასტავა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

“ზასტავა” (რუს. – საყარაულო, საგუშაგო), სიტყვა ქართულში გაჩნდა XIX ს. დასაწყისში, როდესაც აღმ. საქართველოში დამყარდა რუს. მმართველობა (1801). მოსკოვის “ზ.” ჩრდ-იდან (რუსეთიდან) თბილისში შემოსასვლელ გზას აკონტროლებდა და მდებარეობდა ახლანდ. რუსთაველის მოედნის სიახლოვეს. მოსკოვის “ზ-ის” მახლობლად გაჩნდა სამსახურიდან გადამდგარ სამხ. მოსამსახურეთა (ძირითადად ზასტაველთა) დასახლება, რ-საც შემდეგ “მოსკოვის ქუჩა” ეწოდა (ახლანდ. ძმები კაკაბაძეების ქუჩა); ერევნის “ზ.” აკონტროლებდა ქალაქში შემოსასვლელ სავაჭრო-სატრანზიტო გზას, მდებარეობდა ორთაჭალაში, ახლანდ. 300 არაგველის მემორიალის მახლობლად; კახეთის “ზ.” მტკვრის მარცხ. მხარეს, კახეთის გზაზე იყო და აღმ-იდან ქალაქში შემოსასვლელ გზას აკონტროლებდა.