ზატიკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზატიკი, 1. დღესასწაული, დაკავშირებული ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის ფაქტთან. 2. ქართ. სინამდვილეში – აღდგომის დღესასწაული; აგრეთვე, აღდგომის პერიოდის საგალობლების შემცველი წიგნი; გაგრძელება დიდი მარხვის პერიოდის საგალობლებისა – მარხვანისა. ჰიმნოგრაფიასა და ლიტურგიკაში ზ. დამკვიდრდა XI ს-იდან. მანამდე მარხვანი და ზ. გაერთიანებული იყო ერთ წიგნში, რ-საც ხვედრნი ეწოდებოდა. კ. კეკელიძის აზრით, ტერმინი ზ. წარმოდგება “აზატისაგან”, რაც თავისუფალ დღეს, ე. ი. დღესასწაულს ნიშნავს. ზ. მოიცავდა აღდგომის პერიოდის მთავარი დღესასწაულების (აღდგომა, ამაღლება, მარტვილია, რ-ებიც მორწმუნეთა შეგნებაში ერთ მთლიან, განუწყვეტელ დღესასწაულად აღიქმებოდა) ჰიმნებს. ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960. შ. ონიანი.