ზაუტაშვილი მიხეილ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაუტაშვილი მიხეილ (გივი) ნიკოლოზის ძე (დ. 5. II. 1938, სოფ. ბერშუეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი), სსრ კავშირისა და საქართველოს დამს. მწვრთნელი, სსრკ ძიუდოს ნაკრები გუნდის მწვრთნელი. მისი აღზრდილები არიან ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები შ. ხაბარელი და თ. ხუბულური (ძიუდო), ი. ახალბედაშვილი და ა. ხანიშვილი (სამბო). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).