ზაფრანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაფრანა.png

ზაფრანა, კროკო ((Crocus), მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. არის მრავალწლოვანი ტუბერბოლქვიანი ბალახოვანი მცენარე. ტუბერბოლქვებს სიფრიფანა ან ბოჭკოვანი გარსი აკრავთ. ღერო არა აქვთ და ყვავილი თითქოს პირდაპირ ბოლქვიდან ამოდის. დაყვავილების შემდეგ ან, იშვიათად, ყვავილობისას ფესვის ყელთან ვითარდება 1–4 ფოთოლი. ყვავილები დიდია, ძაბრისებრი, იისფერი, ლილისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, იშვიათად – მოთეთრო ან თეთრი. თვითდამტვერავი მცენარეა. 80-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპასა და სამხრ.-დას. აზიაში, კავკასიაში, ყირიმსა და შუა აზიაში. საქართველოში გვხვდება 6 სახეობა, ისინი ძირითადად სუბალპ. და ალპ. მდელოების კომპონენტებია. ოტრანის . ((C. autranii), ლაზური ზ. (C. lazicus) და ხეობის . (C. vallicola) ყვავის შემოდგომაზე, ხოლო ადამის (C. adamii) და ართვინის (C. artvinensis) – გაზაფხულზე. ოტრანის . ვიწრო ენდემური სახეობაა და საქართველოში მხოლოდ აფხაზეთში, ალპ. სარტყლის კირქვიანებზე იზრდება. თითქმის ყველა სახეობა ლამაზად მოყვავილეა. იყენებენ დეკორ. მებაღეობაში. ზოგიერთი სახეობა ცნობილია, როგორც კულტ. მცენარე (C. sativus) და მას სუნელ-სანელებლადაც იყენებენ. ლ. ხინთიბიძე.