ზაფხულის მანჭკვალა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაფხულის მანჭკვალა.png

ზაფხულის მანჭკვალა [Kuehneromyces (Pholiota) mutabilis], ქუდიანი სოკო კოპრინუსისებრთა ოჯახისა. მისი ქუდის დიამეტრი 6 სმ აღწევს, ზრდის პროცესში ამობურცულია, შემდეგ კი ბრტყელი. შუაში ბორცვაკი აქვს. ქუდის ქვედა მხარეს განვითარებულია ჟანგისფერ-მურა ფირფიტები. ფეხი ბოჭკოვანი აგებულებისაა, ზევით – მოთეთრო, ძირში – მუქი მურა. ფეხს აქვს ფიფქოვან-ბოჭკოვანი საყელო. ზაფხულ-შემოდგომით იზრდება ჯგუფურად გამხმარ და დამპალ ხეებზე. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. მდარე ხარისხის საჭმელი სოკოა. ი. ნახუცრიშვილი.