ზაქათალის 164-ე ქვეითი პოლკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქათალის 164-ე ქვეითი პოლკი, დაარსდა 1874 წ. 1 აგვისტოს. მის შემადგენლობაში შეიყვანეს 21-ე ქვეითი დივიზიის სახელგანთქმული აფშერონის 81-ე, დაღესტნის 82-ე, სამურის 83-ე და შირვანის პოლკების ბატალიონები. პოლკმა თავი ისახელა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში გურია-აჭარის ფრონტზე. მონაწილეობდა ხუცუბნის, მუხაესტატეს, ციხისძირის ოპერაციებში. პოლკის ოთხივე ბატალიონს ებოძა გიორგის დროშა წარწერით “წარჩინებისათვის 1877 და 1878 წლების ოსმალეთის ომში”. ლიტ.: Хроника кавказских войск, в двух частях. Сост. ген.-майор в отставке А. Л. Гизетти, под ред. ген.-лейт. Чернявского, Тфл., 1896. ო. ჟორდანია.