ზაქაიძე ილია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ი ზაქაიძე.png ზაქაიძე სცენაზე.png


ზაქაიძე ილია ვასილის ძე (7. VI. 1924, ქ. დუშეთი, – 8. II. 2008, თბილისი), ხალხური მომღერალი. საქართვ. სახ. არტისტი (1980). 1957-იდან საქართვ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის წამყვანი სოლისტი. შეუდარებელი ოსტატობით ასრულებდა ქართლ-კახურ სიმღერებს (“ჩაკრულო”, “შენ ბიჭო ანაგურელო”, “მეტივური”, “ჭონა”, “გუშინ შვიდნი გურჯანელნი”, “შაშვი-კაკაბი”, “კალოსპირული” და სხვ.). აღსანიშნავია ზ-ის მიერ ჩონგურზე საუცხოოდ შესრულებული ცალფა სიმღერები, კერძოდ, “ბალადა ვეფხისა და მოყმისა” (1951). ამ სიმღერის ბრწყინვალე შესრულებისთვის დაჯილდოვდა საპატიო სიგელით “საქართველო”. კონცერტებს მართავდა საქართვ. თითქმის ყველა კუთხეში და საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (1997). 1977 ზ-ის და რ. საგინაშვილის მიერ შესრულებული გრამფირფიტაზე ჩაწერილი “ჩაკრულო” ნასამ (აშშ) კოსმოსში გაგზავნა.