ზაქარაია ეფრემ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარაია ეფრემ ფარნაოზის ძე [16(28). II. 1889, სოფ. ნაჯახავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 19. XII. 1946, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1944). 1914 დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. I მსოფლიო ომის დროს ექიმად მსახურობდა (1914–15) მოქმედ არმიაში. 1921 დაბრუნდა საქართველოში. 1932 დაინიშნა თბილ. წითელი ჯვრის საავადმყოფოს ქირურგ. განყ-ბის გამგედ. 1935–41 განაგებდა თბილ. სამედ. ინ-ტის საფაკულტეტო ქირურგ. კათედრას, 1941–46 – ამავე ინ-ტის ზოგადი ქირურგ. კათედრას. იმავდროულად 1938–41 თბილ. ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი იყო. ზ-ს ნაშრომები ეხება ტეტანუსის მკურნალობის, ართროპლასტიკის, სწორი ნაწლავისა და მუცლის ღრუს ქირურგ. საკითხებს, ტროფიკული ინერვაციის პრობლემას და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ.: ტროფიკული წყლულის პათოგენეზისათვის, თბ., 1937; О процессах всасывания и движения жидкостей по стволу нерва, «Труды Ин-та физиологии им. И. Бериташвили», 1937, №3.