ზაქარიასთავი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარიასთავი, ზაქარიასწვერი, მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საბადურის ქედზე (ქართლის ქედის სამხრ.-აღმ. მონაკვეთი). სიმაღლე 1433 . აგებულია ნეოგენური თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებიანი კონგლომერატებით. ჩრდ. და ჩრდ.-აღმ. კალთები დამრეცია, სამხრ. და სამხრ.-დას. – შედარებით ციცაბო. კალთების ქვემო ნაწილი შემოსილია ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული მუხნარ-რცხილნარით, ზემო – ამავე ნიადაგებზე გავრცელებული წიფლის ტყეებით. მ. უთმელიძე.