ზაქარიაძე ბუხუტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბ ზაქარიაძე.png


ზაქარიაძე ბუხუტი ალექსანდრეს ძე [1(14). VI. 1913, სოფ. ყანგიჩალა, ახლანდ. აზერბ. რესპ., – 1. II. 1988, თბილისი], მსახიობი, საქართველოს სახ. არტისტი (1965). მუშაობდა ქუთაისის (1931–35), ჭიათურის (1935–37), ბათუმის (1937–41), სოხუმის (1948–53), 1945–48 – თბილ. მარჯანიშვილის (1941–45) და რუსთაველის (1953-იდან) თეატრებში. ზ. სამსახიობო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბახვა ფულავა (გ. წერეთლის “პირველი ნაბიჯი”), ტირეზია (სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”), ვანო ლაითაძე (კ. ბუაჩიძის “ეზოში ავი ძაღლია”), გუზან მჭედელი (დ. გაჩეჩილაძის “ამირანი”), ოლეკო დუნდიჩი (მ. კაცისა და ა. რჟეშევსკის “ოლეკო დუნდიჩი”), ჯემალი (ი. მოსაშვილის “ჩაძირული ქვები”), გელა (ს. შანშიაშვილის “ხევისბერი გოჩა”), ზურია ხარატნელი (მ. მრევლიშვილის “ხარატაანთ კერა”), სოსა (მ. ელიოზიშვილის “ბებერი მეზურნეები”), ანანია (ა. სუმბათაშვილის “ღალატი”), ბეკინა (დ. კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი”) და სხვ. გამოდიოდა აგრეთვე ხონის, ხაშურისა და თელავის თეატრების სცენაზე. მის მიერ შესრულებული როლები გამოირჩეოდა სიმართლით, უშუალობით, ტემპერამენტით, ღრმა დამაჯერებლობით. გადაღებულია 40-მდე ფილმში. მისი საუკეთესო კინოროლებია: მამუკა (“ჩრდილი გზაზე”, 1956), ბექნუ (“ენგურის ნაპირებზე”, 1961), შავგოგია (“ქვევრი”, 1970), სოსა (“ბებერი მეზურნეები”, 1973), გლეხი (“წყარო”, 1974) და სხვ. შესრულებული აქვს როლები: ბესარიონი (“ვერტიკალი”, 1966, ოდესის კინოსტუდია), პოლკოვნიკი გიორგი (“თეთრი აფეთქება”, 1969, ოდესის კინოსტუდია), სტალინი (“განთავისუფლება”, 1970, “მოსფილმი”) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ზაქარიაძე.png